სამეფო კარის თამაშების მსახიობები ივან რეონი, დენიელ პორტმანი, ჯემა უილანი, კრისტიან ნეირნი და ნატალია ტენა სამაგიდო თამაშის, Dungeons & Dragons(D&D)-ის საქველმოქმედო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
თამაშის ტრანსლაცია 20 ივნისს, 22:00 საათზე Youtube-ზე იქნება ხელმისაწვდომი. სხვა დღეებში ითამაშებენ D&D-ს მსახიობები: დევიდ ჰარბორი, კარენ გილანი და ბრენდონ რუთი .
საქველმოქმედო თამაშიდან შემოსული თანხა ახალი კორონავირუსის ეპიდემიით დაზარალებულ ადამიანებს მოხმარდება.
Dungeons & Drugons ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშია, რომელიც პირველად 1974 წელს გამოვიდა. D&D არაერთხელ გამოჩნდა სერიალებში უცნაური ამბები და დიდი აფეთქების თეორია.