ტარიელ ნაკაიძე, შესაძლოა, ზემო აჭარაში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს. ინფორმაცია მან ტაბულას თავად დაუდასტურა.
ნაკაიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ყველაფერი მომავალ კვირას დაზუსტდება.
ტარიელ ნაკაიძე ორგანიზაცია "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარეა.