ბოლნისის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება.
გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე.
მუშევანი, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის 25 აპრილს ჩაიკეტა.