მეცნიერებმა ირანის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობობას ახალ სახეობას, ჯოკერის როლის შემსრულებლის, ხოაკინ ფენიქსის საპატივცემულოდ Loureedia phoenixi დაარქვეს.
აღმომჩენების განმარტებით, ობობა შეფერილობით ძალიან გავს ფენიქსის მიერ განსახიერებულ, DC-ის კომიქსების კლასიკურ ბოროტმოქმედს, ჯოკერს. სახელის პირველი სიტყვა კი ლეგენდარულ მუსიკოსს ლუ რიდს ეძღვნება.
როგორც გაირკვა, იშვიათი სახეობის ობობა წელიწადში მხოლოდ 3 კვირის განმავლობაში ამოდის ზედაპირზე.