ხანძარი წინანდლის რედისონში

წინანდლის რედისონიდან ევაკუაცია დასრულდა, არ არიან დაშავებულები

ტაბულა

წინანდლის რედისონიდან ადამიანების ევაკუაცია დასრულდა, დაშავებულები არ არიან. ამის შესახებ ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, ამჟამად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თვითმხილველებმა წინანდლის რედისონში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ შენიშნეს.

კომენტარები