ჯეიმს ბონდის მანქანა

ASTON MARTIN ჯეიმს ბონდის ძველ მანქანას განმეორებით გამოუშვებს

DW

მანქანათმშენებელმა კომპანიამ Aston Martin-მა 60-იან წლებში პოპულარული მოდელის, DB5-ის განმეორებით გამოშვება გადაწყვიტა. 

საყოველთაო პოპულარობა ავტომობილს ფილმმა Goldfinger-მა მოუტანა. სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდა შონ კონერის მიერ განსახიერებული სუპერაგენტი ჯეიმს ბონდი.

მანქანას ექნება საბურავებიდან გამომავალი სამართებლები, ბოლის გამოსაშვები მოწყობილობა და ბუტაფორიული ავტომატები.

გასაყიდად სულ 25 ავტომობილი გამოვა, თითოეულის ღირებულება $3 500 000 იქნება.

კომენტარები