ქართული ოცნება

ივანიშვილი: ოპოზიციისთვის მთავარია რევანში ამ 8-წლიანი თავისუფლებისთვის

სულ ახლახანს, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ [ოპოზიცია] უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც აჯობეს. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი, უბრალოდ, ხავსს ეჭიდება. მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ 8-წლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მე მჯერა, რომ ჩვენს ხალხს აქვს იმის სიბრძნე, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი

ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ 20 ივლისს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარსადგენ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

კომენტარები