თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული დ.თ დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.
"სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს, დ.თ. -მ არასრულწლოვანი გააუპატიურა". – აცხადებს პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.თ-ს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.