საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 085 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 911 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.