Disney-მ მულანის ეკრანიზაციის გამოსვლა განუსაზღვრელი დროით გადადო, ასევე გადაიწია Star Wars-ისა და Avatar-ის სიქუელების გამოსვლის თარიღებმაც.
23 ივლისს, ხუთშაბათს, კომპანიის წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის გამო კინოთეატრების დახურვამ და გადაღებების შეჩერებამ დიდი პროექტების დროში გაწელვა გამოიწვია.
"[გლობალური პანდემიის გამო] ჩვენ გვიწევს, რომ შევცვალოთ გეგმები Mulan-თან დაკავშირებით მანამდე, სანამ არ მოვიფიქრებთ, როგორ შეიძლება უსაფრთხოდ ვაჩვენოთ ფილმი მთელ მსოფლიოს." - თქვა Disney-ს წარმომადგენელმა.
Mulan-ის ეკრანიზაცია კინოთეატრებში 2020 წლის მარტში უნდა გამოსულიყო.
ნახეთ Disney-ს ფილმების გამოსვლის ახალი თარიღები:
- The Personal History of David Copperfield - 2020 წლის 28 აგვისტო;
- Death on the Nile - 2020 წლის 23 ოქტომბერი;
- The Empty Man - 2020 წლის 4 დეკემბერი;
- The French Dispatch - გადაიდო განუსაზღვრელი დროით;
- Antlers - 2021 წლის 19 თებერვალი;
- The Last Duel - 2021 წლის 15 ოქტომბერი;
- Avatar 2 - 2021 წლის 16 დეკემბერი;
- Star Wars - 2023 წლის 22 დეკემბერი;
- Avatar 3 - 2024 წლის 24 დეკემბერი;
- Star Wars - 2025 წლის 19 დეკემბერი;
- Avatar 4 - 2026 წლის 18 დეკემბერი;
- Star Wars - 2027 წლის 17 დეკემბერი;
- Avatar 5 - 2028 წლის 22 დეკემბერი.