კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფრიკაში კორონავირუსი 10 000-ზე მეტ მედიცინის მუშაკს დაუდასტურდა. ინფორმაციას BBC მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, აფრიკაში სიტუაცია "ნამდვილად შემაშფოთებელია". ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ერთად იმუშაონ სამედიცინო პერსონალის ინფორმირებისა და დაცვისთვის.
აფრიკაში, ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 815 009 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 17 159 ადამიანი გარდაიცვალა, 465 959 კი - გამოჯანმრთელდა. COVID-19-ის ყველაზე მეტი, 421 996 შემთხვევა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დადასტურდა. ინფიცირებულთაგან 245 771 გამოჯანმრთელდა, 6 343 პაციენტი კი გარდაიცვალა.