საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უაქსციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულია ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელიც.
"ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება". – აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.