ლუკაშენკო

ლუკაშენკო საკუთარ თავზე: ამ კაცმა მოახერხა და კორონავირუსს ფეხზე მდგომი გადაურჩა!

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, თქვა, რომ მას კორონავირუსი ასიმპტომურად ჰქონდა და უკვე გამოჯანმრთელდა. 

"დღეს თქვენ ხვდებით კაცს, რომელმაც მოახერხა და კორონავირუსს ფეხზე მდგომი გადაურჩა. გუშინ ექიმები ამ დასკვნამდე მივიდნენ. ასიმპტომური". – ლუკაშენკომ ეს განცხადება სამხედროებთან შეხვედრის დროს გააკეთა. 

ბელარუსის პრეზიდენტი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და საზღვრების ჩაკეტვას ეწინააღმდეგებოდა.

მან პანდემიაზე გამოხატულ შიშებს "ფსიქოზი" უწოდა და კორონავირუსის დამარცხების საშუალებებად არყის დალევა ან საუნის მიღება დაასახელა. 

ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს 28 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 67 366 ადამიანს დაუდასტურდა, 543 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები