სტრიმინგსერვისი Netflix იწყებს მუშაობას ახალ სერიალზე, რომელიც საკულტო კომპიუტერული თამაშის Splinter Cell-ის სიუჟეტს დაეფუძნება.
Netflix-სთან ერთად პროექტზე იმუშავებს კომპიუტერული თამაშების დეველოპერი კომპანია Ubisoft. ამ დროისთვის სტრიმინგსერვისს ორი სეზონი აქვს შეკვეთილი, რომელშიც 16 ეპიზოდი იქნება.
Splinter Cell-ის პირველი ნაწილი 2002 წელს გამოვიდა. სტელს ექშენის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის მთავარი გმირია სუპერაგენტი სემ ფიშერი. თამაშების შექმნას მწერალი ტომ კლენსი ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთი ნაწილის მოქმედება საქართველოში ხდება, რომელსაც მართავს გამოგონილი დიქტატორი, კომბაინ ნიკოლაძე.
თამაშის ეკრანზე გადატანას 2012 წელს აპირებედნენ, ფიშერის როლი ინგლისელ მსახიობს ტომ ჰარდის უნდა შეესრულებინა, მაგრამ პროექტი გაურკვეველი ვადით გაიყინა.