სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ანიმე სერიალის Castlevania-ს სცენარისტი უორენ ელისი პროექტის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაითხოვა.
ელისმა მეოთხე სეზონზე მუშაობა დაასრულა, თუმცა მეხუთე სეზონს მის გარეშე გადაიღებენ. პარალელურად სცენარისტთან ურთიერთობა კინოკომპანია Warner Bros.-მაც გაწყვიტა, ელისი სტუდიისთვის ბეტმენის ანიმაციაზე მუშაობდა.
სცენარისტის თქმით, მას ცხოვრებაში არაერთი ცუდი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, თუმცა არავისთვის არაფერი დაუშავებია, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ძალაუფლება არასდროს ჰქონია.