საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები, ხედავთ, რომ ფრენები საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება, არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც შარშან იყო, მაგრამ როგორც შეეფერება იმ მთავარ ამოცანას, რომ ჩვენი ეპიდვითარება უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ.
ტურიზმი და კორონავირუსი
თურნავა: საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები, ფრენები საკმაოდ ინტენსიურად სრულდება
tbl.ge/4z9s
დაკოპირდა
ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ Lufthansa-ს (კვირაში ორჯერ), Air France-ს (კვირაში ორჯერ) და Air Baltic-ს (კვირაში ერთხელ) მისცა. ასევე, აგვისტოში დანიშნა აირზენას 14 ჩარტერული ფრენა. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს - Wizzar-ს და ryanair-ს ფრენების გაუქმება კიდევ ერთხელ მოუწიათ. 6 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ აღდგენილი პირდაპირი ფრენები "ზღვაში წვეთია და თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს".
ამავე თემაზე
- Ryanair-ი 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს
- თურნავა: Wizzair-ი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, გაზაფხულზე ქუთაისში ბაზას აღადგენს
- ათენი, ვილნიუსი, რიგა, დორტმუნდი, ვარშავა, ბერლინი – ნოემბრის დადასტურებული ფრენები
- PCR ტესტით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს 8-დღიანი იზოლაცია მოუწევთ
- ოქტომბრის ბოლომდე თბილისიდან ათენის და რომის მიმართულებით თითო ცალმხრივი ფრენა შესრულდება