კახეთში, კაჭრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა - მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.