პასუხისმგებლობა იმ ცხრა წლის გახსენებაზე, როდესაც სააკაშვილი მართავდა ხელისუფლებას და რომლის დროსაც არაერთი ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი როგორც ქვეყნის, ისე ადამიანების წინაშე, ჩვენ კი არ გვეკისრება, არამედ იმათ, ვინც ეს ჩაიდინა. ამიტომ საკუთარ თავს მოსთხოვონ.
მათი საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს არა რაღაცა ბაქიბუქით, არამედ ხალხისთვის ბოდიშის მოხდით. ამ რვა წლის განმავლობაში ერთხელ არ მოუხდიათ ბოდიში იმიტომ, რომ არ აქვთ განცდა, რომ დანაშაული ჩაიდინეს. ისინი სახელმწიფოს ღალატს კომპრომისს არქმევენ. ასეთი ხალხისგან პრეტენზიები, რატომ ვახსენებთ წარსულს, იმიტომ, რომ მათი წარსული არის მათივე მომავალი. როგორც აზროვნებენ და რა პოლიტიკური იდეოლოგიაც ჰქონდათ მათი მმართველობის დროს, აბსოლუტურად იგივე დამოკიდებულება აქვთ ყველა საკითხის მიმართ. ცხადია, მათთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ამის შეხსენება ერთგვარი პრევენციაა.