მძაფრსიუჟეტიანი კინოს ვარსკვლავმა, ჩაკ ნორისმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს პლატფორმა Cameo-ს საშუალებით მიმართა.
მსახიობი მიმართვაში ხახვზე საუბრობს. ბელარუსულ ენაზე სიტყვა "ლუკ" ხახვს ნიშნავს.
"მოგესალმებით, ჩაკ ნორისი ადგილზეა. მინდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა საშას, რომელსაც საშა 0%-ის და მისტერ ტარაკანის სახელით იცნობენ. იცი, როდესაც ხახვს ვჭრი, ხახვი ტირის და არა მე, თუ არ შეწყვეტ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებ, შენს ერთ-ერთ რეზიდენციაში ჩამოვალ და გატირებ". – ამბობს მსახიობი მიმართვაში.