გონიოში, სასტუმრო მგზავრებში ხანძარი იყო. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, სასტუმროს მეექვსე სართულზე მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ხანძარი ლოკალიზებულია.