მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ახალგაზრდა კაცი სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მათივე ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ კაცი მტკვარშია.
"დილიდან სამძებრო სამუშაოებში 9-კაციანი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. ფსკერის სკანირება სპეციალური დანადგარით - ექოლოტით მიმდინარეობს". – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.