პატრიოტთა ალიანსი

აფხაზური ორგანიზაცია: ინაშვილი და თარხან-მოურავი სოხუმში ასლან ბჟანიას თანაშემწეს შეხვდნენ

მთავარი არხის, ასევე აფხაზეთის ვეტერანების ორგანიზაცია Аруаа-ს ინფორმაციით, 18 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწე, ლაშა საკანია შეხვდა ირმა ინაშვილს და დავით თარხან მოურავს.

ორგანიზაციის მიმართვაში ნათქვამია, რომ ისინი ინფორმაციის ელოდებიან დადასტურებას ოფიციალური ორგანოების მხრიდან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობა ამას არ გააკეთებს, თხოვნით მიმართავენ ე.წ პარლამენტს, ოფიციალურად გამოკითხოს პასუხისმგებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, ამ შეხვედრის მიზეზის დადგენის მიზნით.

მთავარი არხის ცნობით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ოკუპირებულ ტერიტორიაზე საიდუმლო საკითხის განსახილველად იმყოფებოდნენ. ტელეკომპანიისვე ცნობით, ინაშვილი და თარხან-მოურავი ზუგდიდში, განმუხურის კარანტინში არიან გადაყვანილი.

პატრიოტთა ალიანსში ტაბულას უთხრეს, რომ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ, ირმა ინაშვილი კი ამ საკითხზე კომენტარს, ჯერჯერობით არ აკეთებს და მის განცხადებას უნდა დაველოდოთ.

კომენტარები