არჩევნები 2020

დეკანოიძე: განიხილება ჩემი კანდიდატურა ისნის მაჟორიტარულ ოლქში

ხატია დეკანოიძე
ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ისნის მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატურის შესაძლო დაყენებაზე ისაუბრა. დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ აუცილებლად იქნება მაჟორიტარი.

"იყო საუბარი იმაზე, რომ, თუ ჩვენ გენერალურ გადაწყვეტილებას მივიღებდით ისანთან დაკავშირებით, ანუ ერთ-ერთი განხილული კანდიდატურა იყო ჩემი, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიგვიღია. ასევე განიხილება მეორე ადგილი დასავლეთ საქართველოში, ბაღდათი-თერჯოლა-ზესტაფონი-ტყიბულის ოლქი.

[...] მაჟორიტარი აუცილებლად ვიქნები". – ამბობს ხატია დეკანოიძე

19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, შესაძლოა, ისნის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძეს კონკურენტად მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი დაუყენოს. ცოტა ხნით ადრე გიორგი ვაშაძემ პლატფორმა ძალა ერთობაშია დატოვა. 

გიორგი ვაშაძე აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის შეთანხმებებს ყოველთვის ასრულებს, ენმ-სგანაც იმავეს ელის.

კომენტარები