ჩვენ მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ არ გვაინტერესებს წარსული. გვაინტერესებს მომავალი, გასაკეთებელი საქმე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მომავალი. შუახევი ისტორიული ძეგლებით ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, სადაც ბევრი რამ გაკეთდა. თითოეულ ციხესიმაგრესთან, თითოეულ ისტორიულ ძეგლთან მისასვლელი გზა ყველგან უნდა მივიყვანოთ, ყველგან უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტურიზმი განვავითაროთ, მეტი სტუმარი მიიღოს ამ მუნიციპალიტეტმა, რათა აჭარაც და საქართველოც გავაცნოთ ჩვენს სტუმრებს და ყველას დავანახოთ, რომ ეს არის წარმატებული ევროპული ქვეყანა თავისი ფასეულობებით და თავისი მომავლით, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში.
tbl.ge/518j
დაკოპირდა
თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში ხულოს, შუახევის ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა წარდგენისას.
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო