სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 38 თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი – ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, უკვე მიმდინარეობს PCR ტესტირება და სხვა სავარაუდო კონტაქტების კვლევა.