შსს: საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისთვის ინდოეთის 3 მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისთვის ინდოეთის 3 მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, 2020 წელს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობისთვის სულ 92 ადამიანი დააკავეს. მათ შორის 35 თურქეთის მოქალაქეა, 9 ინდოეთის, 4 ირანის, 4 პალესტინის, 1 მაროკოს, 1 კი ალჟირის.

კომენტარები