კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: არავითარი ჩაკეტვა არ იქნება არც ბათუმის, არც აჭარის, საპანიკო არაფერი გვაქვს

არავითარი ჩაკეტვა არ იქნება არც ბათუმის და არც აჭარის. მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რომ რაღაც რადიკალური ზომები მივიღოთ. მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდება.

მთლიანად ქვეყანაში, ისევე როგორც აჭარის რეგიონში,  სიტუაცია სრულად კონტროლირებადი და მართვადია, არაფერი საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურადღებოა, ეს სიტუაცია პროგნოზირებადი იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. საქართველოში კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 134 - ბოლო 5 დღეში.

კომენტარები