პატრიოტთა ალიანსი

ლომია: თუ ხატი დაბრუნდება, ის იქნება დევნილობაში და ოდესმე დაბრუნდება ილორის მონასტერში

ხატი უკვე სამი დღეა, გამყოფ ხაზთან იმყოფება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ თუ ხატი იქნება დაბრუნებული, ეს ხატი დევნილობაში იქნება და აუცილებლად ოდესმე დაბრუნდება ილორის მონასტერში.

ეს არ იყო ფარული ვიზიტი, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ეს ვიზიტი არ იყო შესრულებული პოლიტიკური მიზნით. ეს იყო ჰუმანიტარული, რელიგიური აქცია. ჩვენ გვსურდა, ჩაგვეტანა ხატი ილორის მონასტერში, რაც გავაკეთეთ და ეს უნდა დარჩენილიყო გაუხმაურებელ ფაქტად, რაც არ მოხდა.

ჩვენი მიზანი არ არის, რომ რელიგიურ თემაზე პიარი ავაგოთ, მაგრამ ეს ამბავი ძალიან ცუდად გახმაურდა. მუდმივად მიდის მცდელობა დააკნინონ ის სიკეთე, რომელსაც ადამიანი აკეთებს, ეს უკვე ჩვევად იქცა საქართველოში და არც უნდა გაგვიკვირდეს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა გიორგი ლომიამ. პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის მიერ ნაჩუქარი ხატი ოკუპირებულ აფხაზეთში არ მიიღეს, ე.წ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ხატი ენგურის პუნქტთან, საოკუპაციო ხაზის დაცვასთან დატოვეს.

კომენტარები