კორონავირუსი საქართველოში

ცისკარი: Ciskari Garden ღია სივრცეა, სადაც ვირუსის გადაცემის ნაკლები შანსია

top tbilisi

რესტორან ცისკარის ადმინისტრაციის ცნობით, ცისკარი და Ciskari Garden ორი დამოუკიდებელი სივრცეა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კორონავირუსი დაუდასტურდა არა რესტორნის, არამედ Ciskari Garden-ის სტუმარს, შესაბამისად, მათი თქმით, რესტორნის მუშაობის შეფერხების საფუძველი არ არსებობს. 

რესტორნის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფიცირებულის ყველა კონტაქტი დადგენილია და Ciskari Garden-ის არცერთი თანამშრომელი არ არის განსაზღვრული ახლო კონტაქტად. 

"ალბათ უკვე გაიგეთ კორონავირუსის შემთხვევის შესახებ, რომელიც ბათუმში მოგზაურობის მქონე პირს 7 სექტემბერს დაუდასტუდა. ეს ადამიანი 4 სექტემბერს იმყოფებოდა Ciskari Garden-ის სივრცეში მუსიკალურ საღამოზე. პირველ რიგში, გვინდა ამ ადამიანს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან და ყველა პროცედურისა და პროტოკოლის დაცვით ვმოქმედებთ. საბედნიეროდ ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადგენილია ყველა კონტაქტი, Ciskari Garden-ის არცერთი თანამშრომელი არ არის განსაზღვრული ახლო კონტაქტად. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი არ არსებობს განსაკუთრებული შიშისა და შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან Ciskari Garden სრულად ღია სივრცეა, სადაც ნაკლებია შანსი ვირუსის გადაცემის.

ასევე, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ცისკარი და Ciskari Garden ორი დამოუკიდებელი სივრცეა, განსხვავებული კონცეფციითა და განსხვავებული პერსონალით. ცისკარის სტუმრები არ არიან რაიმე საფრთხის ქვეშ და ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი რესტორნის მუშაობის შეფერხების". - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები