ბათუმში, მარუხის ქუჩაზე, სამსართულიანი კორპუსი გზაზეა აშენებული. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ახალაშენებულმა კორპუსმა გზის სავალი ნაწილი ჩახერგა.
სახლთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა. მერიის ინფორმაციით, უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც ჯარიმასა და შენობის დემონტაჟს ითვალისწინებს.
"2019 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა. განმცხადებელს უარი ეთქვა სივრცით-მოცულობითი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ტერიტორია მოიცავდა საავტომობილო გზის ნაწილსაც. აღნიშნულ მონაკვეთში კი მშენებლობის წარმოება ჩაითვალა მიუღებლად.
დისციპლინური წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის იმ თანამშრომლებთან მიმართებაში, რომელთაც, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უშუალოდ ევალებოდათ ფაქტზე რეაგირება". –ვკითხულობთ განცხადებაში.