არჩევნები 2020

ვიქტორ სანიკიძე, ქვრივიშვილი, კაჭარავა - ვინ არიან ოცნების ოცეულის ახალი სახეები

დღეს ქართულმა ოცნებამ პარტიული პროპორციული სია წარადგინა. სიის პირველ ოცეულში რამდენიმე ახალი სახეა, მათ შორის საზოგადოებისთვის რამდენიმე კარგადაა ცნობილი. 

ქართული ოცნების პროპორციული საარჩევნო სიის პირველი ოცეულში ახალი სახეების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მარიამ ქვრივიშვილი - ქვრივიშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა;
  • მიხეილ სარჯველაძე - სარჯველაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
  • მაია ბითაძე - ბითაძე თბილისის მერის მოადგილის პოსტს იკავებს;
  • მიხეილ დაუშვილი - დაუშვილი ბიზნესომბუდსმენის პოსტს 2019 წლიდან იკავებს;
  • გიორგი ამილახვარი - თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი;
  • ვიქტორ სანიკიძე - კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი;
  • მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირში, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ელჩის მოადგილის პოსტს იკავებს;
  • შალვა პაპუაშვილი - იყო გერმანიის საერთაშორისო სამართლის საზოგადოების პროგრამის ხელმძღვანელი;
  • დავით კაჭარავა - მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, რომელმაც სპორტული კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა;
  • ნიკოლოზ სამხარაძე - თსუ-ს ასოცირებული პროფესორი;
  • გიორგი ხელაშვილი - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი;
  • მარიამ ლაშხი - "დღემდე ის ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეფექტიან მართვაში".

კომენტარები