თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხანში შესული კაცი, რომელიც გზაზე მიდიოდა, ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.