აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ერთ თანამშრომელს COVID–19 დაუდასტურდა

აჭარის მთავრობის სხდომა
საზოგადოებრივი მაუწყებელი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ერთ თანამშრომელს COVID–19 დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ავრცელებს. 

"აჭარაში დაახლოებით 22 უცნობი შემთხვევაა, პირველწყარო არ ჩანს ჯერჯერობით, ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ მთავრობის ადმინისტრაციაში". – თქვა რუსუდან შავიშვილმა

12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 075 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 363 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები