თავისუფალმა დემოკრატებმა პარტიის ახალ თავმჯდომარედ თამარ კეკენაძე აირჩიეს. ასევე, პარტიული სიის პირველ ნომრად პარტიის გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძე დაასახელეს.
გარდა ამისა, თავისუფალმა დემოკრატებმა საკუთარი კანდიდატები ოთხ მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს - ორი თბილისში, ორი კი - რეგიონში.
- ვიტალი დარასელია - საბურთალოს საარჩევნო ოლქი;
- ედუარდ ელოშვილი - ისნის საარჩევნო ოლქი;
- დავით ჭუნიაშვილი - გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი;
- ვახტანგ მარტოლეკი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის საარჩევნო ოლქი;
თავისუფალი დემოკრატები რამდენიმე კვირის წინ ლიდერებმა - ნინო გოგუაძემ, შალვა შავგულიძემ, სანდრო ბარამიძემ, ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ქიტიაშვილმა დატოვეს. მათ მიზეზად "პარტიაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება" დაასახელეს. იქამდე, პარტიიდან წავიდა და ლელოს შეუერთდა ლევან სამუშია.