კორონავირუსი საქართველოში

ხუნდაძე: გაზაფხულზე სრულიად ლოგიკურად, გონივრულად ჩავკეტეთ იქ, სადაც ჩასაკეტი იყო

საწყის ეტაპზე საფრთხეები იყო უფრო მეტი, მითუმეტეს, ვირუსის აგრესიულობის ხასიათი იყო უფრო მაღალი, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იყო 7%, ზოგიერთ ქვეყანაში 15%-მდეც კი ადიოდა. და თავიდან ინფორმაცია შესაძლო გართულებების თაობაზე არ ჰქონდათ არც ეპიდემიოლოგებს, არც ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს და არც მთელ მსოფლიოს.

ამიტომ შესაძლო რისკები იყო უფრო მაღალი, და ჩვენ იმ პერიოდისთვის ნაკლებად ვიცოდით, როდის როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამიტომ, შესაბამისად მაღალი რისკებისა, ჩვენ თავიდან მივიღეთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომ დაბალი ინფიცირების შემთხვევაშიც კი, როცა იყო მაღალი რისკები, ჩვენ შემოვიღეთ უფრო მკაცრი რეგულაციები და სრულიად გონივრულად, ლოგიკურად ჩავკეტეთ, იქ, სადაც ჩასაკეტი იყო. ჩვენ ამით მოვიგეთ ასევე ძალიან ძვირფასი დრო.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის კრიტიკაზე, რომელიც ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის პერიოდში, გაზაფხულზე გამოცხადებულ მკაცრ კარანტინს ეხება.

კომენტარები