73 წლის ასაკში ინგლისელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნისა და ბენ Uriah Heep-ის დრამერი, ლი კერსლეიკი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
კერსლეიკი 1972-1978 წლებში ჰარდ როკ ბენდის, Uriah Heep-ის დრამერი და ბეკ-ვოკალისტი იყო. 80-იან წლებში მუშაობდა ოზი ოსბორნთან ერთად - მონაწილეობას იღებდა ალბომების ჩაწერაში და ცოცხალ შესრულებებზე უკრავდა.
"ლი წლებია არ მინახავს, ის მუდამ იცოცხლებს ჩანაწერებში, რომლებიც ერთად შევქმენით". – წერს სოციალურ ქსელში ოზი ოსბორნი.