ქართული წარმოშობის რუს რეჟისორს რეზო გიგინეიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
რეჟისორი სხვა კინომოღვაწეებთან ერთად რუსული კინოდაჯილდოების, კინოტავრის ცერემონიაზე იმყოფებოდა. მოგვიანებით ერთ-ერთ სტუმარს, რეჟისორ ალექსანდრ მოლოჩნიკოვს COVID-19 აღმოაჩნდა. გიგინეიშვილის გარდა კორონავირუსი ამ ეტაპზე ჟიურის ერთ-ერთ წევრს ნიგინა საიფულაევას დაუდასტურდა.
გიგინეიშვილის ყველაზე ცნობილი პროექტია მძევლები. ფილმი 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების ისტორიას ასახავს.