მთაწმინდაზე, ახვლედიანის ქუჩაზე შენობა იწვის.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, დაშავებულებზე ინფორმაცია კი არ შესულა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.