კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 4 ადამიანიდან, 3 აჭარაში მკურნალობდა

NIAID/National Institutes of Health via AP

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, ინფორმაციით, დღეს, 6 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ოთხი ადამიანიდან სამი აჭარაში მკურნალობდა. მეოთხესთან დაკავშირებით კი, ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს. 

ენდელაძის თქმით, ერთი გარდაცვლილი 68 წლის კაცია, მეორე 64 წლის ქალი, მესამე კი 84 წლის მამაკაცი. 

"4 გარდაცვლილიდან 3 აჭარაში მკურნალობდა, ერთი 68 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში შევიდა მძიმე მდგომარეობით, ჰქონდა თანმხლები დააავადებები და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა მისი გამოყვანა მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა. მეორე გარდაცვლილი 64 წლის ქალია, ასევე მძიმე თანმხლები დაავადებებით, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბწონიანობა, მისი გამოყვანაც მდგომარეობიდან. ვერ მოხერხდა.  მესამე - 84 წლის მამაკაცი, მეოთხეს შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ ვფლობ". - ამბობს ენდელაძე. 

დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი, გარდაიცვალა - 4.  სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები