კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით დღეს გარდაცვლილი 4 ადამიანიდან, 2 აჭარაში მკურნალობდა, 1 თერჯოლაში, 1 თბილისში

armenpress.am

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, ინფორმაციით, დღეს, 7 ოქტომბერს, კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ოთხი ადამიანიდან ორი აჭარაში მკურნალობდა, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში. 

ენდელაძის თქმით, აჭარაში გარდაცვლილი პაციენტები 70 წლის კაცი და 65 წლის ქალი არიან. თერჯოლაში გარდაცვლილი 88 წლის ქალია, თბილისში გარდაცვლილი პაციენტი კი 83 წლის იყო.

დღეს, 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 ადამიანი.  

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები