საჯარო, კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალება არის, მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანციურ მუშაობაზე გადასული, თუ აუცილებელი საქმე არ არის, არაა საჭირო ოფისში მისვლა.
მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიებები და მოწოდება, რაც აქტუალური იყო გაზაფხულზე. იცით, რომ ეს ვირუსი განსაკუთრებული აგრესიულობით ხასიათდება ხანდაზმულებისთვის, ამიტომ მოწოდება დარჩი სახლში - თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, კვლავ ძალაში უნდა იყოს.