საქართველოში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო თბილისიდან 23 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ თეთრიწყაროს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელი ახალშენში.