კორონავირუსი საქართველოში

გახარია: პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდეს აუდიტორიაში, დანარჩენი უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს

სტუდენტების მოთხოვნა სხვადასხვანაირია – ზოგი ხედავს რისკს სწავლის პროცესის გაგრძელებაში, ზოგი პირიქით – ითხოვს სწავლის პროცესის დაწყებას, პირველკურსელებისთვის ხო ამას საერთოდ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენს ახალგაზრდებს დიდ პატივს ვცემთ და მათ ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ამიტომ მათ აქვთ ამ არჩევნის გაკეთების საშუალება, ჩვენ ვთქვით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში, ისიც კონკრეტული წესების უმკაცრესი დაცვით, სხვა ყველაფერი შესაძლებელია, უნივერსიტეტმა გადაწყვიტოს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებითაც მას შეუძლია, გააგრძელოს დისტანციური სწავლება ან აუდიტორიაში სწავლება. 

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დღეიდან, 19 ოქტომბრიდან განახლდება.

კომენტარები