ქებურია: ფასების ზრდის, სიღარიბისა და ლარის გაუფასურების შესაჩერებლად საჭიროა ცვლილება

მოგესალმებით, ჩემო ყველაზე, ყველაზე ევროპელებო. მიუხედავად იმისა, რომ მეც და თქვენც არჩევნების მხოლოდ ნეგატიური გამოცდილება გვაქვს, მე მიყვარს არჩევნები, მიყვარს იმიტომ, რომ, გარდა იმისა, რომ არჩევნები არის ყველაზე სწორი და ლეგიტიმური გზა, შეცვალო უკეთესობისკენ - ეს არის ჩემი და თქვენი ურთიერთობის ყველაზე ინტენსიური გზა, როცა თქვენ მიყვებით, რა გაწუხებთ და რა გინდათ თქვენ. და მე მოგიყვებით, რა უნდათ მარტვილში, აბაშაში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში - მათ ზუსტად უნდათ ის, რაც უნდათ მთელ საქართველოში და რაც გინდათ თქვენ. თქვენ გინდათ, რომ შევაჩეროთ ფასების ზრდა, სიღარიბე, ლარის გაუფასურება და ამისთვის საჭიროა ცვლილება...

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ლელა ქებურია, ზუგდიდში პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას

კომენტარები