NASA, ჩვენი დროით 20:00 საათზე, მთვარის შესახებ ახალი, ამაღელვებელი აღმოჩენის შესახებ გვამცნობს. აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის ეროვნულ სამმართველოს დეტალები არ გაუმხელია.
"ამ ახალ აღმოჩენას წვლილი შეაქვს NASA-ს მცდელობებში, უკეთ შეისწავლოს მთვარე ღრმა კოსმოსის კვლევების მხარდასაჭერად". – წერია განცხადებაში, რომელიც სააგენტომ ოთხშაბათს გაავრცელა.
ასევე ცნობილია, რომ აღმოჩენა ტელესკოპით აღჭურვილ თვითმფრინავს, ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფერულ ობსერვატორიას (SOFIA) უკავშირდება. SOFIA დიდ სიმაღლეებზე, სტრატოსფეროში დაფრინავს, "ატმოსფეროს წყლის ორთქლის 99%-ზე მაღლა ფრენა აძლევს საშუალებას დააკვირდეს ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებზე და აღიქვას ფენომენები, რომელთა დანახვაც ხილული სინათლით შეუძლებელია ". – წერია განცხადებაში.
ღონისძიების პირდაპირ ეთერში ნახვას NASA-ს ვებსაიტზე და Youtube-ის არხზე შეძლებთ.