არჩევნები 2020

საია: კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 10:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.

საიას ინფორმაციით, ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლას.

  • თელავის #5 უბანზე საიას დამკვირვებელი ყოფნისას ტელეფონით აფიქსირებდა დარღვევის ფაქტს, კომისიის წევრებმა წაართვეს დამკვირვებელს მობილური, წაუშალეს ფოტო და გამოაძევეს უბნიდან;
  • საგარეჯოში #42 უბანზე, სოფელ იორმუღანლოში, საიას დამკვირვებელმა გადაიღო
    ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა. უბანზე იმყოფება ახალგაზრდა
    მამაკაცი, რომელიც ასაკოვან ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და აძლევს
    ხმას. ამას ხსნიან იმით, რომ ამ ადამიანებმა არ იციან ქართული ენა.
    კანონმდებლობით, ამომრჩევლებს ურთიერთდახმარება შეუძლიათ, მაგრამ ამ
    შემთხვევის პრობლემურობა მის სისტემურობაში ვლინდება;
  • დაწერილია ერთი საჩივარი ცესკოში რომის საარჩევნო უბანზე არსებული
    დარღვევების შესახებ. ამომრჩევლებს არ უმოწმდებათ მარკირება, ამასთან, საიას
    დამკვირვებელს უარი უთხრეს საჩივრის რეგისტრაციაზე;
  • ზესტაფონის #14 უბანზე რეგისტრატორები არ ახსნევინებენ პირბადეს ამომრჩევლებს და არ ამოწმებენ სამაგიდე სიაში არსებულ ფოტოსურათს. ამასთან, რეგისტრატორებს არ ეკეთათ შესაბამისი ხელთათმანები. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020. 

კომენტარები