ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ეგზიტპოლი ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა ჩაატარა. ისნის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატ კახა კახიშვილს ამომრჩეველთა 35% უჭერს მხარს, ენმ-ის კანდიდატ ხატაი დეკანოიძეს კი 32%.
ისნის ოლქში ამომრჩეველთა 19% გაერთიანებული ოპოზციის საერთო კანდიდატს და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გირგი ვაშაძეს უჭერს მხარს.
მთავარი არხის ინფორმაციით, ეგზიტპოლის ცდომილება 3%-ია.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს, მათ შორის პირველად შედეგებს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.
- ფორმულას ეგზიტპოლი: ოცნება 46%, ენმ-ძალა ერთობაშია 28%, ევროპელები 5%, უარი პასუხზე 50%
- მთავარი არხის ეგზიტპოლი: ოცნება - 41%, ენმ - 33%, ევროპული საქართველო - 5%
რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: ქართული ოცნება 52.26%, ენმ 25.33%, ევროპული საქართველო 4.2%
იმედის ეგზიტპოლი: ქართული ოცნება - 55%, ენმ - 23%, ევროპული საქართველო - 3%