IPSOS-ის ეგზიტპოლის მიხედვით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ოპოზიციის საერთო კანდიდატი შალვა შავგულიძე 46%-ს აიღებს, ქართული ოცნების კანდიდატი ბექა ოდიშარია კი - 35%-ს.
ცდომილების ზღვარი 3%-ია.
- ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ელენე ხოშტარიას 47% აქვს, ნოდარ ტურძელაძეს კი 33%.
- საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, დავით სერგეენკოს ხმების 35% აქვს, მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, 21%, ლელოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს კი - 19%.
- სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს 49% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატს, სოზარ სუბარს კი - 33%.
- დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ზურაბ ჯაფარიძეს 35% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ გია ვოლსკის 33%. რაც შეეხება მესამე ადგილზე გასულ დამოუკიდებელ კანდიდატ ანა დოლიძეს, მას - 16%.
- ნაძალადევის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს 35% აქვს, შალვა ნათელაშვილს - 33%.
- გლდანის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ნიკა მელიას 53% აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, ლევან კობიაშვილს - 39%.
- ისნის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატ კახა კახიშვილს 35% აქვს, ხატია დეკანოიძეს - 32%, გიორგი ვაშაძეს - 19%.
- საგარეჯო-გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში ქართული ოცნების კანდიდატ დავით სონღულაშვილს 43% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ლევან ბეჟაშვილს - 38%.
- ლაგოდეხი-ყვარელი-თელავი-ახმეტის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს 45% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს კი - 42%.
- მცხეთა-მთიანეთი-დუშეთი-ყაზბეგის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს 45% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ შალვა კერესელიძეს - 39%.
- რუსთავი-გარდაბანის ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, დავით კირკიტაძეს 51% აქვს, ნინო ლაცაბიძეს ქართული ოცნებიდან - 31%.
- მარნეულის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, ზაურ დარგალს 49%, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, აზერ სულეიმანოვს - 36%.
- ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში ქართული ოცნების კანდიდატ გოგი მეშველიანს 56% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ კახაბერ ოქრიაშვილს - 37%.
- კასპი-გორში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ბადრი ბასიშვილსა და ქართული ოცნების კანდიდატს, გიორგი ხოჯევანიშვილს 39-39 % აქვთ.
- ქარელი-ხაშურის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ნატო ჩხეიძეს 46% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატს, ზაალ დუგლაძეს - 37%.
- ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-ასპინძის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, ანტონ ობოლაშვილს 58% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ვაჟა ჩიტაშვილს - 30%.
- ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, სამველ მანუკიანს 75% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, მელიქ რაისიანს - 5%.
- ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს 61% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, დილარ ხაბულიანს - 15%, ევროპული საქართველოს კანდიდატს, გოჩა გურგუჩიანს - 11%.
- ხარაგაული-საჩხერე-ჭიათურის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, პაატა კვიჟინაძეს 59% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი კაპანაძეს - 23%.
- თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათი-ტყიბულის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, ბეჟან წაქაძეს 49% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, კახა გეწას - 25%, ევროპული საქართველოს კანდიდატს - 19%.
- ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, გივი ჭიჭინაძეს 46% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ნანუკა ჟორჟოლიანს - 39%.
- ქუთაისის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს აქვს 50%, ქართული ოცნების კანდიდატს ზაზა ლომინაძეს - 29%.
- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, ვასილ ჩიგოგიძეს 52% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, მანუჩარ კვირკველიას - 16%, ევროპული საქართველოს კანდიდატს ხათუნა გოგორიშვილს - 11%.
- აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, ალექსანდრე მოწერელიას 45% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, როლანდ ფიფიას - 41%.
- სენაკი-ხობი-ფოთის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატ ირაკლი ხახუბიას 49% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს - მურთაზ ზოდელავას - 32%.
- ზუგდიდის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, მალხაზ ჯალაღონიას 49% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს - 35%.
- ბათუმის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ლევან ვარშალომიძეს 39% აქვს, რესან კონძელიძეს ქართული ოცნებიდან - 35%.
- ქობულეთის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს, ზაალ მიქელაძეს 54% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ბონდო თედორაძეს - 33%.
- ქედა-შუახევი-ხელვაჩაური-ხულოს ოლქში ქართული ოცნების კანდიდატ ანზორ ბოლქვაძეს 46% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ მიშა ბოლქვაძეს - 36%.