არჩევნები 2020

დათვლილია 50%, არსებული მონაცემებით, თბილისის ყველა ოლქში მეორე ტური ჩატარდება

არჩევნები 2020
ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული მონაცემებით დათვლილია 50.35% (1937 უბანი 3847-დან).

ამ დროისათვის არსებული შედეგებით თბილისის ყველა უბანზე მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

წინასწარი შედეგები კი ასეთია:

  • გლდანის რაიონი: ნიკა მელია - 44.77%, ლევან კობიაშვილი - 42.3%
  • ვაკის რაიონი: ნოდარ ტურძელაძე - 42.34%, ელენე ხოშტარია - 34.96%
  • საბურთალოს რაიონი: დავით სერგეენკო - 44.47%, ალექსანდრე ელისაშვილი - 19.38%
  • ნაძალადევის რაიონი: მიხეილ ყაველაშვილი - 45.36%, შალვა ნათელაშვილი - 25.63%
  • დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები: გიორგი ვოლსკი - 43.5%, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 20.77%
  • ისნის რაიონი: კახა კახიშვილი - 46.22%, ხატია დეკანოიძე - 24.45%
  • მთაწმინდის და კრწანისის რაიონები: ბექა ოდიშარია - 47.8%, შალვა შავგულიძე - 27.39%
  • სამგორის რაიონი: სოზარ სუბარი - 46.42%, ლევან ხაბეიშვილი - 38.3%

პარტიების შედეგები კი ამ დროისათვის ასეთია:

  • ქართული ოცნება - 50.01%

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 25.4%

  • ევროპული საქართველო - 3.82%

  • პატრიოტთა ალიანსი - 3.29%

  • სტრატეგია აღმაშენებელი - 3.5%

  • ლელო - 3.1%

  • გირჩი - 2.83%

  • მოქალაქეები - 1.31%

  • ლეიბორისტული პარტია - 1%

  • ერთიანი საქართველო - 0.83%

კომენტარები