სამწუხაროდ, არ ხდება იმ დამოკიდებულებისა და ეთიკური ნორმების პატივისცემა, რომელიც შედეგების პატივისცემის თვალსაზრისით ქვეყანაში უნდა არსებობდეს. ცესკო-ს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. გასაგებია, რომ შეიძლება, ზოგიერთ პოლიტიკოსს არ მოსწონს წინასწარი შედეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვაცხადებთ შედეგებს იმ უბნების მიხედვით, რომელიც დღეს ცესკო-შია შემოსული და დამუშავებულია.
შესაბამისად, როდესაც საზოგადოებას პირველი შედეგები მიეწოდა, იყო 1085 საარჩევნო უბანზე, ამ წუთისთვის კი ეს შედეგები მიეწოდება 2252 უბანზე. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ჩვენ კიდევ გვექნება წინასწარი შედეგები 3 847 უბანზე. როგორც ხვდებით, კიდევ არის საუბნო მონაცემები და შემაჯამებელი ოქმები დასამუშავებელი და შესაყვანი.